ევროპაში შტორმმა „კიარა" შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას პოლონეთში დედა-შვილი შეეწირა. შტორმმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა შვედეთში, ინგლისსა და სლოვენიაში. სტიქია ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს უტევს.
10 000-ზე მეტი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. შექმნილი ვითარების გამო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.